თბილისის მთავრობის სხდომა
თბილისის მერმა, მთავრობის 2023 წლის ბოლო სხდომა გამართა და საზოგადოებას დედაქალაქში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები კიდევ ერთხელ წარუდგინა. კალაძემ ყურადღება გაამახვილა ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამასა და სატრანსპორტო გეგმაზე. ითქვა, რომ მომავალ წელს ქალაქში კიდევ ბევრი პროექტი განხორციელდება, რომელიც მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება მორგებული. დედაქალაქის მერმა კულტურისა და განათლების მიმართულებით ჩატარებულ სამუშაოზეც ისაუბრა. მერმა, მოქალაქეებს მომომავალი წლის გეგმები და ის გამოწვევებიც გააცნო, რაც დღეს ქალაქს აწუხებს.
