9 პრიორიტეტის შესრულების სამოქმედო გეგმა
საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესრულების სამოქმედო გეგმა გაასაჯაროვა. ჩამოთვლილია განსახორციელებელი აქტივობები, ვადები და პასუხისმგებელი უწყებები. გეგმა ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიამ 27 ნოემბერს დაამტკიცა და ევროკომისიაში გადააგზავნა. 9 პუნქტში საუბარია ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, გარე საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან ბრძოლაზე, პოლიტიკური პოლარიზაციის დასაძლევად მუშაობაზე, ასევე, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფაზე 2024 წლის არჩევნებისთვის.
