ელჩების კონფერენცია - განცხადებები
„ნება მომეცით, მოგილოცოთ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით“,- კონფერენციის მონაწილეებს, ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ულოცავს. ევროკომისრის განცხადებით, ეს არ არის საჩუქარი, არამედ ეს არის ქართველი ხალხისა და მთავრობის მიერ არაერთი თვის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგი. „თქვენი თავდადება, თქვენი სწრაფვა და საქართველოს ევროპული კუთვნილების მიმართ თქვენი მტკიცე რწმენა არის ის რეალური რესურსი და საშუალება, რაც ბიძგს მისცემს ქვეყნის შემდგომ წინსვლას“,- ეს კი ევროკომისიის გაფართოების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი, ხერტ იან კოპმანის სიტყვებია.
