საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესრულების სამოქმედო გეგმა გაასაჯაროვა
საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესრულების სამოქმედო გეგმა გაასაჯაროვა. ჩამოთვლილია განსახორციელებელი აქტივობები, ვადები და პასუხისმგებელი უწყებები. გეგმა ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიამ 27 ნოემბერს დაამტკიცა და ევროკომისიაში გადააგზავნა.
