დიდთოვლობა რეგიონებში
უამინდობა საქართველოში. მაღალმთიან აჭარაში, იმერეთსა და კახეთში დიდთოვლობამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. საავტომობილო მაგისტრალები ამ დრომდე იწმინდება, ზოგიერთ მონაკვეთზე კი მოძრაობა უკვე აღდგენილია. რეგიონებში, სადაც სტიქიის გამო აბონენტებს ელექტროენერგია შეუწყდათ, საგანგებო რეჟიმით მუშაობს „ენერგო-პრო ჯორჯია“
