ე.წ. ქოლცენტრების საქმე
გენერალურმა პროკურატურამ, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე სამი ორგანიზატორის, ორგანიზებული ჯგუფის წევრის და იურიდიული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დაფუძნებული საწარმოების ბაზაზე ე.წ. ქოლ-ცენტრი მოაწყვეს. განხორციელდა ათეულობით მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. სამივე ბრალდებული დაკავებულია გერმანიაში, მათ შორის ერთი ექსტრადირების წესით საქართველომ გერმანიას გადასცა. დღეს კი მათ პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა, საუბარია ფულის გათეთრებაზე
