მთავრობის სხდომა
დღესვე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა იმსჯელეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტზე - „ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-26 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“. დოკუმენტი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით შემუშავდა. სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ინსტიტუციური დემოკრატიის განმტკიცებას, სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებებით თანაბრად სარგებლობის უზრუნველყოფას. ასევე, თანასწორობის პოლიტიკის განმტკიცებასა და ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვას. მთავრობის სხდომაზე, ასევე განიხილეს სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ენერგეტიკული პროექტები
