ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა
ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება. საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკომისიასთან, რათა რეფორმებმა შეუქცევადი სახე მიიღოს. ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ევროკავშირის ერთიან, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს დაახლოება და პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა. ყველა ამ მიმართულებით სახელმწიფოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა აქვს, რომელიც ევროკომისიას უკვე გადაეგზავნა. პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებასთან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ცნობიერების ასამაღლებლად, თუ რა სიკეთე მოაქვს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. ვრცელი განცხადება ილია დარჩიაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა
