„ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის წევრები ტოვებენ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სამმა წევრმა დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზებზე მათ გავრცელებულ განცხადებაში ისაუბრეს, სადაც ნათქვამია, რომ ახალი მენეჯმენტის პირობებში, პარტიაში პოლიტიკური პროცესები არასწორად ვითარდება და მენეჯმენტისთვის სრულიად მიუღებელია განსხვავებული, კრიტიკული აზრი. პარტიამ უგულებელყო ხალხის, ერთგული ამომრჩევლის ინტერესები, ამიტომ ვაგრძელებთ ბრძოლას მორალურად მართალ და ღირსეულ ადამიანებთან ერთად - ნიკა მელიას გუნდში“ – ნათქვამია ბაჩო ახალაძის, ხათუნა ბერიშვილისა და მარინე თავაძის განცხადებაში
