აღსაყდრებიდან 46 წელი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების დღეს ზეიმობს. სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდა. წირვას თავად პატრიარქიც დაესწრო. 46 წელი არის წლები წამებისა, მაგრამ ეს წამება იყო და არის სასიხარულო - ბრძანა პატრიარქმა, ქადაგებისას. ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს
