გურიის ეროვნული პარკი
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, საუბარი შეეხო „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტსაც, რომლის თანახმადაც გურიის რეგიონში, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია - გურიის ეროვნული პარკი შეიქმნება, რომელიც 15 ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს. ითქვა, რომ უნიკალური ბუნებრივი ძეგლების დაცვის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ამავდროულად ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისთვის, სახელმწიფო დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით აქტიურად მუშაობს