მთავრობის სხდომა
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 21 საკითხი განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის, 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით დღეები, არასამუშაოა. შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. დღესვე სხდომაზე იმსჯელეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტზე - „ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“. ასევე, განიხილეს ქარის ორი და მზის ერთი ელექტროსადგურის განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტი. დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა” და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებათა პროექტებსაც, რომელთა მიზანი ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდაა
