რეტროსპექტივა "თანამედროვე ქართული კინო"
რეტროსპექტივა „თანამედროვე ქართული კინო“ რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილის ფილმ „მოქალაქე წმინდანის” ჩვენებით დაიხურა. გაიმართა დისკუსიაც ფილმის რეჟისორსა და შემოქმედებით ჯგუფთან. რეტროსპექტივის მიზანი, რომელიც 8 ნოემბერს გაიხსნა, იყო თანამედროვე ქართული კინოს პოპულარიზაცია.
