უკრაინა მორიგი დახმარების მოლოდინში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, კიევსთვის ამერიკის სამხედრო დახმარება მნიშვნელოვანია და უკრაინას დასავლეთის დახმარება იქამდე დასჭირდება, ვიდრე საკუთარ ეკონომიკას არ გააძლიერებს. მინისტრის თქმით, უკრაინა სხვა ქვეყნების დახმარებაზეა მეტწილად დამოკიდებული, რადგან რუსეთის არმიის მოსაგერიებლად საჭირო რაოდენობის საკუთარი იარაღი არ გააჩნია. პარტნიორებისგან მიღებული შეიარაღება კი ფრონტის ხაზზე ან აგვიანებს ან სწრაფად იწურება.
