ქობულეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე სასამართლო მთავარ მოწმეს უსმენს
ქობულეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე სასამართლო მთავარ მოწმეს უსმენს. ალექსანდრე ახვლედიანმა, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დამაშაულის დაფარვაშია ბრალდებული, დეტალურად გაიხსენა როგორ მოკლა ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა 19 წლის გიორგი ალხანიშვილი, როგორ გადამალა ცხედარი და დატოვა ქვეყანა. ისაუბრა ზეწოლაზეც, რომელსაც ბაჟუნაიშვილის მამა მოწმეებზე ახდენდა.
