პატრიარქს აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს ულოცავს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, ოჯახთან ერთად შეხვდა ილია მეორეს და პირადად მიულოცა დღევანდელი დღე. სოციალურ ქსელში პრემიერი წერს, რომ ილია მეორე საკუთარი მაგალითით ამკვიდრებს და განამტკიცებს რწმენასა და ხალხის მსახურების უნივერსალურ ღირებულებებს.
