ე.წ. ქოლცენტრების საქმე
გენერალურმა პროკურატურამ, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე სამი ორგანიზატორის, ორგანიზებული ჯგუფის წევრის და იურიდიული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დაფუძნებული საწარმოების ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი. განხორციელდა ათეულობით მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
