შობა ომის პირობებში
კათოლიკური სამყარო ქრისტეს შობას აღნიშნავს. წელს მთავარი გზავნილი მშვიდობას უკავშირდება. ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში საშობაო მესას რომის პაპი ფრანცისკე უძღვებოდა, რომელმაც ქადაგებისას ყურადღება წმინდა მიწაზე არსებულ ვითარებაზე გაამახვილა, სადაც ისრაელსა და ჰამასს შორის ომი მიმდინარეობს. უკრაინაში კი საზეიმო წირვა-ლოცვა ტაძრების ნაცვლად, ფრონტის ხაზზე ჩატარდა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, საბოლოოდ ბოროტება დამარცხდება.
