პროტესტრი სერბეთში
სერბეთში, არჩევნების ხელახალი ჩატარების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ბელგრადის მერიაში შეჭრა სცადა. სამართალდამცველებმა მათ შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა და ოპოზიცია გააკრიტიკა. სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები გაიმართა. პარლამენტში უმრავლესობა მმართველმა პარტიამ მოიპოვა.
