ისრაელის თავდაცვამ ღაზის ჩრდილოეთით კიდევ ერთი გვირაბის აღმოჩენის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია
ისრაელის თავდაცვამ ღაზის ჩრდილოეთით, მდებარე ჯაბალიის ლტოლვილთა ბანაკში ჰამასის კიდევ ერთი გვირაბის აღმოჩენის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. უწყებაში ამბობენ რომ რამდენიმე გვირაბი, სკოლისა და საავადმყოფოს ქვეშ გადიოდა. როგორც ცნობილია, გვირაბების ქსელი, ტერიტორიის შესწავლის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.
