შეზღუდვები გზებზე
საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, თუმცა თოვისა და მოყინვის გამო, მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება აკრძალულია. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ხაშური-აწყურის მონაკვეთზე, ასევე ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტისათვის.
