46 წელი პატრიარქის აღსაყდრებიდან
46 წელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან. საზეიმო წირვა სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს. პატრიარქს უკავშირდება ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებში ეკლესია-მონასტრების აშენება, პატრიარქის კურთხევით აშენდა სამების საკათედრო ტაძარი. მისი აღსაყდრებიდან დღემდე დამკვიდრდა ქართული მრავალხმიანი გალობა. წლების შემდეგ კი საგალობლებს თავად პატრიარქი წერს.
