აფროსნობის ფედერაციას ოლიმპიური კლასის ნავები გადაეცა
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს აფროსნობის ფედერაციას ოლიმპიური კლასის 5 ახალი ნავი გადასცა. თბილისის ზღვის კლუბში ნავების გადაცემას მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ აფროსნობის ფედერაციას მსგავსი ტიპის ოლიმპიური კლასის ნავები აქამდე არ ჰქონია.