საახალწლო ღონისძიება ხარაგაულში
ხარაგაულში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს. ხარაგაულის ცენტრალურ პარკში განთავსებულია საახალწლო ინსტალაციები, საშობაო ბაზრობა. საბავშვო სივრცეები. დღის ბოლოს ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართება.
