მოლდოვის პრეზიდენტის ინიციატივა
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ 2024 წლის შემოდგომაზე ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. სანდუს თქმით, იმას, რომ ევროკავშირმა მოლდოვასთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო, 3 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა. სანდუმ ასევე მოუწოდა მოსახლეობას, მხარი დაუჭირონ მის კანდიდატურას 2024 წლის არჩევნებზე, რათა მან „ევროპული ინტეგრაციის მისია დაასრულოს“.