გრასრუთის თასი
თბილისის დინამოს აკადემიაში დასრულდა პირველი საფეხბურთო გათამაშება, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 44 გუნდი მონაწილეობდა. ტურნირი რომელშიც 700-მდე ბავშვი ჩაერთო, ორ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. 2008 წელს დაბადებულ ბავშვებში გამარჯვებული ქუთაისის „ტორპედო“, ხოლო 2009 წელს დაბადებულებს შორის, „ვიკინგები“ გახდა.
