ბაიდენი-ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბარი
ისრაელის პრემიერსა და შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის სატელოეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ საუბრის დროს ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის ცეცხლის შეწყვეტა არ უთხოვია. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა თეთრმა სახლმა. მათი ცნობით, შტატების პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მშვიდობიანი მოსახლეობის, ჰუმანიტარული დახმარების აუცილებლობას. ასევე, მშვიდობიანი მოსახლეობის ნებაყოფლობით, უსაფრთხოდ გადაადგილებას.
