ისრაელის სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორში
ისრაელის არმია ღაზის მოსახეობას ევაკუაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ცახალი სახმელეთო ოპერაციას აფართოვებს. მოსახლეობას თხოვენ, რომ მათივე უსაფრთხოებისთვის გადაინაცვლონ ღაზის სამხრეთით. პარალელურად ვრცელდება ცნობები, ომის შედეგად გარდაცვლილთა შესახებ. ღაზის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, 7 ოქტომბრის შემდეგ სექტორში 20 ათასზე მეტი ადამანი დაიღუპა. 54 ათსამდე კი დაშავდა.
