შეზღუდვები საავტომობილო გზებზე
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, გზებზე იყრება ტექნიკური მარილი, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს. ამ დროისთვის, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ხაშური, ახალციხე, ვალეს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ასევე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია ვაზიანი, გომბორი, თელავის საავტომობილო გზაზე. ინტენსიური თოვის და მოყინული გზების გამო, აკრძალულია ახალციხე ნინოწმინდის საავტომობილო გზის, 90-დან 112-ე კილომეტრამდე გადაადგილება. ასევე შეზღუდვები რჩება გუდაური-კობის მონაკვეთზე და ზესტაფონის საავტომობილო გზაზე.
