ძლიერი ქარის შედეგები ბათუმში
ძლიერმა ქარმა პრობლემები შეიქმნა ბათუმში. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსების სახურავები, მოგლეჯილია ხეები, სარეკლამო ბანერები და მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებები. ძლიერმა ქარმა ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობას სახურავი მთლიანად გადახადა, რის გამოც ახლა რუსთაველის ქუჩა გადაკეტილია. მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
