რაგბის კავშირმა 2023 წელი შეაჯამა
საქართველოს რაგბის კავშირის საანგარიშო საერთო კრება. კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, აღმასრულებელმა დირექტორმა და გამგეობის თავმჯდომარემ 2023 წლის ანგარიში წარადგინეს. ისაუბრეს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტზე, რომელიც ერთხმად დაამტკიცეს. პრეზიდენტის ანგარიშში იოსებ ტყემალაძემ 2023 წლის მიღწევებზე და 2024 წლის გამოწვევებზე ისაუბრა. ყრილობას გამგეობის წევრები და ვეტერანი მორაგბეები ესწრებოდნენ.
