2023 წლის შემაჯამებელი ბრიფინგი თავდაცვის ატაშეებისთვის
საქართველოში აკრედიტებული პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ატაშეები ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერების მიზნით განხორციელებულ პროექტებსა და რეფორმებს გაეცნენ. წლის შემაჯამებელი ბრიფინგი თავდაცვის სამინისტროს „არმი ჰოლში“ ჩატარდა. შეხვედრაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევებიც განიხილეს.
