დრონებით თავდასხმა სატვირთო გემზე
თავდასხმა ზღვაში. ინდოეთის სანაპიროსთან მოძრავ სატვირთო გემს დრონით შეუტიეს. გავრცელებული ცნობით, ლიბერიის დროშით მცურავი სატვირთო ხომალდი, რომელსაც ქიმიური პროდუქცია გადაჰქონდა ისრაელთან კავშირშია. გემი საუდის არაბეთიდან ინდოეთში მიცურავდა. იერიშის შედეგად, ხომალდზე ხანძარი გაჩნდა. არავინ დაშავბულა. ცეცხლი დროულად ჩააქრეს.