შეზღუდვები საავტომობილო გზებზე
თოვის და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი, ჯვარი, მესტია, ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ასევე გომი საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინტენსიური თოვის და მოყინული გზების გამო, იგივე შეზღუდვა ვრცელდება ხაშური, ახალციხე, ვალეს და ახალციხე, ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე.
