შეზღუდვები გომბორის უღელტეხილზე
რთული ხილვადობის, თოვისა და ლიპყინულის გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა. გუშინდელმა სტიქიამ პრობლემები შექმნა რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში. ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა, მოგლიჯა ხეები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. კახეთი ზარალს ითვლის.
სიუჟეტის ავტორი: კახა კუპატაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
