„ახალი წლის დღეები 2024“
ისევე როგორც ნაძვის ხეზე ეტაპობრივად ინთება ციმციმა ნათურები, ასევე ნელ-ნელა ირთვება და ნათდება საქართველოს ქალაქები, რომ 31 დეკემბრისთვის მთელი ქვეყანა ახალი წლის დასახვედრად მორთულ-მოკაზმული იყოს. საახალწლო ღონისძიებების ფერხულს დღეს უკვე 5 მუნიპალიტეტი შეუერთდა, რა თქმა უნდა ყველგან გასართობი ღონისძიებებით და მრავალფეროვანი რეპერტუარით. „ახალი წლის დღეები საქართველოში“ ახალი ტრადიციაა, მისი ორგანიზატორობა მთავრობის ადმინისტრაციას ეკუთვნის. ამ ღონისძიებებზე დასასწრებად მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულიდან მოსახლეობას უფასო ტრანსპორტი ემსახურებოდა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ეს საახალწლო ღონისძიებები წელს უკვე მესამედ იმართება. 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, საქართველოს 63 ქალაქი და დაბა ბაკურიანი მხოლოდ საახალწლო განწყობით იცხოვრებს
