მირიან შველიძის ნამუშევრების გამოფენა
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში პირველად გაიხსნა ახალი ქართული სცენოგრაფიის ერთერთი შემქმნელის, მირიან შველიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. კონცეპტუალური ხასიათის რეტრო სპექტივა, სახელწოდებით „მირო“, წარმოაჩენს მხატვრის შემოქმედების სამ მთავარ მიმართულებას, დაზგურ ფერწერას, კედლის მხატვრობასა და სცენოგრაფიას. მირიან შველიძე სიცოცხლის ბოლომდე რუსთაველის ეროვნული თეატრის მთავარი მხატვარი იყო. მან შექმნა სცენოგრაფია რობერტ სტურუას ისეთი საეტაპო დადგმებისთვის, როგორიც არის: „დარისპანის გასაჭირი“, „რიჩარდ მესამე“, „მეფე ლირი“, „ჰამლეტი“, „კაცია-ადამიანი?!“ და სხვა
