საახალწლო ღონისძიებები ნინოწმინდაში
ნინოწმინდაში საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს. უამინდობის მიუხედავად ჰაოსისა და ქართლოსის სკვერში უამრავი ადამიანია შეკრებილი. პატარების განწყობაზე თოვლის ბაბუა ზრუნავს. მოეწყო ორკესტრის მსვლელობა. ამ წუთებში ილუზიონისტის შოუ მიმდინარეობს. ღონისძიების დასკვნით ნაწილში ცნობილი ქართველი მომღერლების გალა კონცერტი გაიმართება. საახალწლო ღონისძიება 7 საათზე საზეიმო ფეიერვერკით დასრულდება
