საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი სკანდალში გაეხვა
საფრანგეთის ახლად დანიშნული ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ არა დეკლარირებული ძვირად ღირებული საჩუქრების მიღებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, მინისტრმა 20 ათას ევროზე მეტი ღირებულების არა დეკლარირებული საჩუქრები 2015-დან 2020 წლამდე მიიღო როდესაც ის ნორმანდიაში ფარმაცევტად მუშაობდა. კერძოდ კი, საათები, სმარტფონები და ტელევიზორი. ხელისუფლებამ გამოძიება 2023 წლის ივნისში დაიწყო, ხოლო მოსმენა 2024 წლის იანვარშია დაგეგმილი. ლე ბოდომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტი გასულ კვირას დაიკავა, მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი საიმიგრაციო კანონპროექტის მიღების გამო გადადგა
