ვითარება ფრონტის ხაზზე
ბრძოლის ველის დიდ ნაწილზე ინიციატივა რუსული ჯარის ხელში გადავიდა, რაზეც მიუთითებს მათი წინსვლა დონეცკის ოლქში, ავდეევკის, ბახმუტისა და მარინკის მახლობლად, და ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მახლობლად. ამის შესახებ გამოცემა „ნიუ იორკ ტაიმსი“ წერს. სტატიაში ნათქვამია, რომ ბოლო კვირებში რუსმა სამხედროებმა ცოცხალი ძალის მხრივ არსებული უპირატესობის ხარჯზე აღმოსავლეთ ფრონტზე მცირე ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიეს. ეს ხდება კიევისათვის კრიტიკულ მომენტში, ვინაიდან უკრაინა განიცდის სირთულეებს სამხედრო დახმარების მიღების მხრივ როგორც შეერთბული შტატებიდან, ისე ევრო კავშირიდან. ფრონტზე არსებული ვითარება აიძულებს უკრაინის ხელმძღვანელობას, განიხილოს 500 ათასამდე უკრაინელის მობილიზაციის შესაძლებლობა