საავტორო უფლებების დაცვის მრავალთვიანი განხილვა გრძელდება
საავტორო უფლებების დაცვის მრავალ თვიანი განხილვა გრძელდება. ავტორ შემსრულებლები და მათი მემკვიდრეები იურისტების ჩართულობით ჯისიეისგან დარღვეული უფლებების აღდგენასა და ზარალის შეჩერებას ითხოვენ. ისინი აკრედიტაციის კომისიას, რომელმაც გადაწყვეტილება ახალი წარმომადგენლობითი ორგანიზაციის შესახებ 27 დეკემბერს უნდა გამოაცხადოს, თხოვენ გაითვალისწინოს ხელოვანთა პოზიცია. ფიქრობენ, რომ ჯისიეი საწესდებო მოთხოვნათა უხეში დარღვევით ცდილობს შექმნას ასოციაციის საერთო კრების ჩატარების იმიტაცია. საავტორო უფლებების მფლობელები კი სინამდვილეში ნდობას ახალ გაერთიანება, იპოს უცხადებენ , რომელიც ავტორების შექმნილია. შეგახსენებთ, რომ საავტორო უფლებების დაცვის კანონში ცვლილებები რამდენიმე თვის წინ შევიდა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში საავტორო უფლებების დაცვისა და ანაზღაურების საკითხის უფლება მხოლოდ ერთ ასოციაციას უნდა მიენიჭოს
