ეკონომიკური საბჭოს სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შერჩეულ მდებარეობათა ურბანული განვითარების კონცეფციები განიხილეს. პროგრამა პრემიერის გადაწყვეტილებით 2023 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე შერჩეულია 10 მდებარეობა ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, მესტია და ყაზბეგი. შემუშავებული კონცეფციების საფუძველზე 9 მუნიციპალიტეტში უკვე ეტაპობრივად დაიწყება მოსამზადებელი და სამშენებლო სამუშაოები, ხოლო ბაკურიანის არეალზე დაგეგმილია ტენდერის გამოცხადება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხუთ წლიანი პროგრამისთვის მილიარდი ლარი არის გამოყოფილი. მთავრობის მეთაურმა ასევე მოისმინა ინფორმაცია მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობათა შესახებ. ეკონომიკურ საბჭოზე განიხილეს გონიოს განვითარების გეგმა. წარმოდგენილი კონცეფციის მიხედვით განხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები ტერიტორიის მდგრადი განვითარების მიზნით, რომელიც მოიცავს სასტუმრო და საცხოვრებელ კომპლექსებს, სავაჭრო ცენტრებს, სარეკრეაციო და სპორტულ ინფრასტრუქტურას. პროექტის განხორციელების პერიოდში რამდენიმე ათეული ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება
