თანამშრომლობის მემორანდუმი
ავჭალის სარაგბო მოედნის პრეს-კონფერენციის დარბაზში საქართველოსა და ისრაელის რაგბის კავშირის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს რაგბის კავშირი ისრაელის გუნდებს პროფესიულ გაძლიერებაში დაეხმარება. მორაგბეები ისრაელიდან წვრთნებს საქართველოში, ქართველი სპეციალისტების მეთვალყურეობით გაივლიან. თანამშრომლობა როგორც კაცთა ისე ქალთა სარაგბო გუნდებს მოიცავს
