შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის აპარტის თანამშრომლები დააჯილდოვა
შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა. დაჯილდოვების ცერემონიაზე შალვა პაპუაშვილმა აპარატის თანამშრომლებს პროფესიონალიზმის და საკანონმდებლო ინსტიტუტის ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა და საკანონმდებლო ორგანოში 25-წლიანი სამსახურისთვის ჯილდოები გადასცა. პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ევრო კავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცა პარლამენტის 16 კომიტეტის აპარატს და 11 დეპარტამენტს. დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება პარლამენტის სასახლეში გაიმართა
