სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადება
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, საახალწლოდ არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვის პირობები. სააგენტო მოსახლეობას ასევე აფრთხილებს, ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სურსათის შეძენის შემთხვევაში, ყურადღება მიაქციონ ტემპერატურულ რეჟიმს. ასევე ეტიკეტს, რომელზეც დატანილი უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია ხორცის წარმომავლობისა და სარეალიზაციო ვადების შესახებ
