ტრამპის საქმე
ამერიკის უზენაესმა სასამართლომ უარყო დონალდ ტრამპის საქმის სპეციალური პროკურორის, ჯეკ სმიტის მოთხოვნა, დაეჩქარებინათ არგუმენტაციის წარდგენა იმის თაობაზე, იცავს თუ არა ყოფილ პრეზიდენტს იმუნიტეტი პრეზიდენტობის დროს სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებისთვის ფედერალური დევნისგან. სპეც პროკურორმა ჯეკ სმიტმა შესაბამისი მოთხოვნა უზენაეს სასამართლოში 12 დეკემბერს შეიტანა. საქმე ეხება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების სავარაუდო მცდელობას, რასთან დაკავშირებითაც ტრამპს მიმდინარე წლის დასაწყისში ბრალი არჩევნების დივერსიის ბრალდებით წაუყენეს. სასამართლომ გადაწყვეტილება არ განმარტა
