პოლონეთის მოლოდინი
პოლონეთი იმედოვნებს, რომ შობამდე უკრაინასთან საზღვრის ბლოკადა შეწყდება. ამის შესახებ პოლონეთის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კიევში ვიზიტისას განაცხადა. მისივე თქმით, კიევი და ვარშავა “ბოლო დეტალებს” ათანხმებენ, რათა კომპრომისამდე მივიდნენ. პოლონელი გადამზიდავების პროტესტი 6 ნოემბერს დაიწყო. ისინი უკრაინული კომპანიებისთვის საქონლის ტრანსპორტირებაზე კომერციული ნებართვების შემოღებას, ლიცენზიების შეჩერებას და კონტროლს ითხოვენ
