გერმანიის იუსტიციის მინისტრის განცხადება
გერმანიის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია ქვეყანაში მყოფ უკრაინელებს ვერ აიძულებს, უკრაინაში სამხედრო სამსახური გაიარონ. მისივე თქმით, გერმანიის ხელისუფლება ცდილობს უკრაინელ ლტოლვილებს შეუქმნას პირობები, რათა რაც შეიძლება მეტმა მათგანმა შეძლოს სწრაფად დასაქმება და არ იცხოვროს სოციალური შეღავათებით. 21 დეკემბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანიასა და სხვა ქვეყნებში მცხოვრები 25-დან 60-წლამდე უკრაინელი მამაკაცები მომავალ წელს გაწვევის ცენტრებში უნდა გამოცხადდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ სანქციები იქნება გამოყენებული
