ჩეხეთში გლოვის დღეა
ჩეხეთი გლოვობს - მთავრობის განკარგულებით, 23 დეკემბერი საყოველთაო გლოვის დღედ არის გამოცხადებული. დღეს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გლოვის ზარები დაირეკება. დაღუპულთა ხსოვნას პატივს წუთიერი დუმილით მიაგებენ. დედაქალაქის ცენტრში 21 დეკემბერს მომხდარი თავდასხმა ყველაზე საშინელი მასობრივი მკვლელობაა ჩეხეთის ისტორიაში. 24 წლის სტუდენტმა პრაღის ცენტრში მდებარე უნივერსიტეტზე მოაწყო თავდასხმა, რასაც 14 ადამიანი ემსხვერპლა და 25 დაშავდა
