„ახალი წლის დღეები 2024“
„ახალი წლის დღეები 2024“ დღეიდან ქვეყნის ხუთ მუნიციპალიტეტში იხსნება. ქუთაისში, დუშეთში, ოზურგეთში, თეთრი წყაროსა და ნინოწმნიდანში მოქალაქეებს მრავალ ფეროვანი სანახაობა და გასართობი სივრცეები ელით. ღონისძიებები 14 საათზე დაიწყება. ახალი წლის დღეების ღონისძიებები, რომელიც პრემიერ მინისტრის ინიციატივით უკვე მესამედ იმართება, წელს კიდევ უფრო მრავალ ფეროვანი იქნება. სამზადისი დილიდან მიმდინარეობს ოზურგეთში. დღის განმავლობაში, მოეწყობა მოსიარულე დრამერების და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, ანიმატორების საბავშვო პროგრამა, საშობაო ბაზრობა
